Belive

ედუარდ მენდის წარმოუდგენელი ისტორია | გზა უმუშევრობიდან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

6 წლის წინ ედუარდ მენდი კლუბიდან გაუშვეს და უმუშევარი დარჩა. საფეხბურთო კლუბ "შერბურიდან" გაშვების შემდეგ, მენდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ დროისათვის, უმუშევრად დარჩენილი 23 წლის ედუარდ მენდი ადგილობრივ ორგანიზაციაში სამსახურის მისაღებად დარეგისტრირდა, მისი მეგობარი გოგონა კი ორსულად იყო. 1 წლის შემდეგ, მენდის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - 24 წლის ასაკში კიპერმა პროფესიონალური კონტრაქტი ლიგა 2-ის ბინადარ კლუბთან გააფორმა. 26 წლის მენდიმ კლუბთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. 28 წლის ასაკში, "რენმა" საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე პოზიცია დაიკავა, მენდიმ კი ლეგენდარული პეტერ ჩეხის ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა. 29 წლის ედუარდი "არისტოკრატების" ღირსებას იცავს და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალს" უპირისპირდება, რომელშიც მისი ბიძაშვილი, ფერლან მენდი ასპარეზობს.

სხვა სტატიები