ედინსონ კავანიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაელმა ლეგენდამ ედინსონ კავანიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მან ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა. 37 წლის ფეხბურთელმა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 136 მატჩი ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ედინსონ კავანის დებიუტი ურუგვაის ნაკრებში კოლუმბიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, 2008 წელს შედგა. მან 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა - 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში. კავანი 2011 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.