ედი ჰაუ: ,,იმის გაცნობიერება, რომ ბარსელონას შევხვდებოდით, ჯადოსნური გრძნობა იყო''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ, ბარსელონასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ეს ისტორიული მატჩია! იმის გაცნობიერება, რომ ბარსელონას შევხვდებოდით, ჯადოსნური გრძნობა იყო. ვფიქრობ გამოცდილებისთვის ეს საოცარი თამაში იქნება. ჩვენ ტაქტიკურად ვემზადებით და ვცდილობთ, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.
პსჟ-სთან მოგება 2023 წელს? არის რაღაცები, რაც შეგვიძლია იმ თამაშიდან ავიღოთ. სამწუხაროდ, მაშინ ჯგუფიდან ვერ გავედით, რაც დიდი იმედგაცრუება იყო. მოუთმენლად ველი, როგორ ვითამაშებთ ბარსელონას წინააღმდეგ. ცხადია, შაბათს ვულვზთან მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა.
გასული წლების გამოცდილება? ვფიქრობ, ყველაფერი რაც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, პრემიერლიგისგან განსხვავებულია. განსხვავდება განწყობებიც... აქ ყოფნის გამოცდილება, რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარება.'' - ედი ჰაუ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნიუკასლი ბარსელონას უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 18 სექტემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.