ედერსონის გასაოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასი" 5:2 დაამარცხა. მატჩის 56-ე წუთზე ედერსონმა მიმდინარე სეზონში მორიგი, მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში მეკარის მიერ სეზონში შესრულებული ასისტების მიხედვით საუკეთესო შედეგია, კარიერულად კი მას 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ამას გარდა, ედერსონი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით უსწრებს ისეთ შემტევებს როგორებიც არიან: ერლინგ ჰოლანდი (3), ფილ ფოდენი (2), რიკო ლუისი (2), ჯეკ გრილიში (1), მატეო კოვაჩიჩი (1), ომარ მარმუში (1) და გაუთანაბრდა ბერნარდო სილვას (4), ილქაი გიუნდოგანს (4), მათეუს ნუნიესს (4) და ჯერემი დოკუს (4).
Ederson has more Premier League assists than teammates Foden, Grealish and Haaland this season 🤯 pic.twitter.com/ev7qdFNNLH
— Football on TNT Sports (@footballontnt) April 13, 2025