Belive

ედენ აზარი: ეს არის პრე-სეზონი, მაგრამ გატანილმა გოლმა თავდაჯერებულობა შემმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 28 წლის ვარსკვლავმა ედენ აზარმა მადრიდული კლუბის მაისურით პრე-სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 5-ივე უგოლოდ, თუმცა გუშინ "ლაიფციგს" სადებიუტო გოლი გაუტანა.

ედენ აზარის სადებიუტო გოლი მადრიდის "რეალის" მაისურით:

 
გატანილი გოლის შემდეგ, ედენ აზარმა კომენტარი გააკეთა: "უზომოდ ბედნიერი ვარ გატანილი გოლით, ეს გოლი უფრო დიდ ძალას შემმატებს, რომ "სელტასთან" პირველ ტურში უკეთ და გამორჩეულად ვითამაშო. მართალია ეს იყო პრე-სეზონის მატჩი, თუმცა ამ გოლმა თავდაჯერებულობა შემმატა. როდესაც შენ ხარ მოედანზე იბრძვი გამარჯვებისთვის და როდესაც შენ ხარ ფორვარდი იბრძვი იმისთვის, რომ გოლი გაიტანო. ახლა მხოლოდ ოფიციალურ დებიუტზე ვფიქრობ და მთელი გონებით ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში ვარ ჩართული, სადაც "რეალის" ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩს გავმართავ."    

სხვა სტატიები