დაუღალავი პედრი - 18 წლის ფეხბურთელის წარმოუდგენელი სტატისტიკა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" 18 წლის ფეხბურთელი - პედრი, ჩვენს გაოცებას კვლავ განაგრძობს. პედრი, რომელიც "ბარსელონას" ძირითად გუნდს 2020 წელს შეუერთდა და კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, სოციალურ ქსელში მას "დაუღალავ ბავშვად" მოიხსენიებენ. 18 წლის ფეხბურთელს 2020 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე, 2021 წლის 22 ივლისამდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული. მან მთელი სეზონის განმავლობაში "ბარსელონაში" თითქმის ყველა მატჩში ითამაშა, ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ახლა უკვე ტოკიოში, ოლიმპიადაზე თამაშობს ესპანეთის ნაკრებში. საშუალოდ მას 4 დღეში, 17 საათში, 31 წუთსა და 26 წამში უწევს თამაში. ფეხბურთის ექსპერტების აზრით, 18 წლის ფეხბურთელისთვის ასე ხშირად თამაში სულაც არ არის კარგი, გარდა იმისა, რომ ეს მისთვის ძალიან გადაღლაა, ამ ფაქტმა ტრავმებსა და მის სამომავლო კარიერაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.
Pedri playing his 63rd game in 298 days today. That's a game every 4 days, 17 hours, 31 minutes, 26 seconds, since 27 September 2020. It's an issue throughout Spain's Olympics squad - Dani Olmo has played 62 games this season, Pau Torres 58, Unai Simón 57, Mikel Oyarzabal 56. pic.twitter.com/rgJbVBIlhK — Sam Leveridge (@samleveridge) July 22, 2021