Belive

ედენ აზარი ალ ნასრის მთავარ მწვრთნელს შეხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' შემტევის, ედენ აზარის, გადაბირებით ,,ალ ნასრი'' ინტერესდება.

El Chiringuito-ს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი, რომელიც ,,სამეფო გუნდთან'' ერთად საუდის არაბეთშია, ,,ალ ნასრის'' მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას შეხვდა. ფრანგ სპეციალისტს ედენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი ,,ლილში” ერთად 4 სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ.

მიმდინარე სეზონში აზარის ანგარიშზე ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

,,ალ ნასრმა” დეკემბრის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. გუნდს, ასევე, სერხიო ბუსკეტსის, სერხიო რამოსის, მაურო იკარდისა და ნ’გოლო კანტეს გადაბირება სურს.

სხვა სტატიები