EA Sports-ის ახალი საფეხბურთო სიმულატორის გარეკანი გასაჯაროვდა
EA Sports-მა, EA FC 26-ის (ყოფილი FIFA) სერიის უახლესი ნაწილის შესახებ რამდენიმე სიახლე გვამცნო. EA-მ ცოტა ხნის წინ განაახლა სოციალური მედიის პროფილის ყველა ფოტო EA FC 26-ის ლოგოთი, რათა აღენიშნათ ახალი ეპოქის დასაწყისი. ორშაბათს მათ ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარადგინეს, როგორც EA FC 26 Ultimate Edition-ის ახალი სახე.
You asked. Zlatan is back.
— EA SPORTS FC (@EASPORTSFC) July 14, 2025
Presenting your #FC26 Ultimate Edition Cover. See the full reveal July 16: https://t.co/5s9nHPPxcw pic.twitter.com/BsoYcqY7Vr
დღეს თამაშის სტანდარტული ვერსიის ახალი გარეკანი გამოვლინდა. EA FC 26-მა დაადასტურა, რომ ბელინგემი EA FC 26-ის გარეკანზე დარჩება, ახლა უკვე ცნობილია ისიც, რომ ჯამალ მუსიალა გარეკანზე რეალ მადრიდის ნახევარმცველთან ერთად იქნება გამოსახული.
ფონზე ვხდებით ჩემპიონთა ლიგის რეკლამასაც, რაც ადასტურებს, რომ ტურნირი სრულად ლიცენზირებული იქნება. EA FC 26-ის გარეკანიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბაიერნ მიუნხენი EA FC 26-ის პარტნიორი კლუბი გახდა - ეს ნიშნავს, რომ FIFA 19-ის შემდეგ პირველად, თამაშში 'ალიანც არენა' ოფიციალურად იქნება ხელმისაწვდომი.
მუსიალა პირველი გერმანელი და ამავდროულად ბუნდესლიგის მოთამაშეა (FIFA 17-ის მარკო როისის შემდეგ), რომელიც გარეკანზე გამოჩნდა.