Belive

EA FC25 | მესის ბოლო 16 წელიწადში ყველაზე დაბალი რეიტინგი ექნება

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 სექტემბერს ოფიციალურად გამოდის საფეხბურთო სიმულატორი EA FC25 (ყოფილი FIFA). გაყიდვაში ჩაშვებამდე, შემქნელებმა ფეხბურთელების რეიტინგები გაგვიზიარეს. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ის, რომ ლეო მესი ისევ რჩება სიმულატორის TOP25 მოთამაშეს შორის, თუმცა მისი რეიტინგი, ბოლო 16 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალია.

არგენტინელმა ლეგენდამ შემქმნელებისგან მიიღო შეფასება - 88. FIFA 08-ის შემდეგ (2007 წელი), მესის რეიტინგი 90-ზე დაბლა არ ჩამოსულა. არგენტინელი ბევრად ჩამორჩება სიმულატორის საუკეთესო ფეხბურთელებს (როდრი, მბაპე, ჰოლანდი). აღსანიშნავია, რომ ჯუდ ბელინგემი, რომელიც ახალი თამაშის სახეა და გარეკანზე იქნება გამოსახული, 90-იანთა კლუბშია და საუკეთესო სამეულს ისიც ჩამორჩება.

EA FC25-ის 25 საუკეთესო მოთამაშის რეიიტინგი კი ასეთია:

სხვა სტატიები