Belive

ძოლა: "მოუთმენლად ველი დი მარიასა და კვარაცხელიას დაპირისპირებას..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსისა" და "ნაპოლის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ჯანფრანკო ძოლამ, სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილოსნები - "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან.

"სერია ა-ში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რაც ყველაზე მეტად მომწონს, იტალიის ჩემპიონატი ახალგაზრდების ახალი სამჭედლო გახდა. უძლიერესი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ნაპოლის ამჟამინდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

13 იანვარს უმაგრესი მატჩი გველოდება, რომელსაც ძალიან ველი, რადგან მაინტერესებს კვარაცხელიასა და დი მარიას დაპირისპირება. საკუთარი გუნდების 10-იანები, როგორ გაართმევენ თავს ერთმანეთის წინააღმდეგ და საბოლოოდ ვინ გამოვა გამარჯვებული.

კვარაცხელიას სერია ა-ს ძველი უძლიერესი შემტევი ფეხბურთელების სტილი აქვს, ბურთს იღებს და მხოლოდ შეტევაზე ფიქრობს, თანაც ეს ყველაფერი კარგად გამოსდის, ეს ძალიან მაგარი თვისებაა".

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, სერია ა-ს მე-18 ტურში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილოსნები "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები