Belive

"ძალიან დასანანია, რომ ოთარი ვერ ითამაშებს" - გრაცის შტურმის მცველი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რატომ არის ცუდი, რომ კიტეიშვილი "შტურმს" შემდეგ თამაშში ვერ დაეხმარება? - ავსტრიული სპორტული საიტი kicker ქართველ ფეხბურთელზე სტატიას აქვეყნებს. გრაცულ გუნდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სამი მარცხი აქვს, "ავსტრია ვენასთან" 0:1, "ლასკთან" 1:3 და "ზალცბურგთან" 0:1, კიტეს კი არცერთ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ახლაც იგივე შემთხვევაა, ქართველი ნახევარმცველი ბოლო საჩემპიონო ტურის მატჩში "კლაგენფურტის" წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს, რადგან გუშინ გამართულ დაპირისპირებაში "ლასკის" წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილმა მეცხრე ბარათი მიიღო, რაც მომდევნო მატჩის გამოტოვებას ნიშნავს.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "ლასკთან" დუბლი შეასრულა, კიტემ უდიდესი წვლილი შეიტანა, რომ "შტურმი" გუშინდელ შეხვედრაშივე გამხდარიყო ჩემპიონი, მაგრამ 76-ე წუთზე ლუბიჩიჩმა გაათანაბრა და გრაცული გუნდის ჩემპიონობა გადაიდო.

გრაცის "შტურმის" მცველი გრეგორი ვუტრიხი ოთარ კიტეიშვილის მატჩის გამოტოვებას გამოეხმაურა.

ძალიან დასანანია, რომ ოთარი ვერ ითამაშებს, მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მის შეცვლას. ჩვენ მისი ჩანაცვლება გუნდურად უნდა შევძლოთ. - გრეგორი ვუტრიხი

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი 9 გოლით და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები