დუშან ტადიჩი: "კაპიტანი, ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი ვარ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ის თავისთვის პირველი შეხვედრა ინგლისთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. მატჩი ნელი ტემპითა და მომენტების რაოდენობის სიმცირით გამოირჩეოდა. სერბეთის ნაკრების კაპიტანი, დუშან ტადიჩი სათადარიგო სკამზე დარჩა და შეხვედრაში მხოლოდ 61-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩის შემდეგ სერბმა ფეხბურთელმა საკუთარი მწვრთნელის, დრაგან სტოიკოვიჩის მიმართ მინიშნება გააკეთა და უკმაყოფილება გამოხატა.
სიმართლე გითხრათ, სათადარიგოზე ჯდომა რთული იყო. მე ველაპარაკე მწვრთნელს და გვაქვს კომუნიკაცია. გამიჭირდა ამის მიღება, რადგან ინგლისის წინააღმდეგ ვთამაშობდით. მე ვარ ლიდერი, კაპიტანი და მჯერა, რომ ამ მხრივ საუკეთესო მოთამაშე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უნდა დამეწყო, მაგრამ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას.
ინგლისმა მოგვცა საშუალება ბურთი ხაზებს შორის გვემოძრავებინა და გვქონდა კიდეც მომენტები, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო მოწინააღმდეგე დაგვემწუხრებინა. ახლა მომდევნო თამაშებზე უნდა ვკონცენტრირდეთ
- განაცხადა დუშან ტადიჩმა
C ჯგუფში სერბეთი უქულოდაა და ბოლო ადგილს იკავებს. ინგლისი პირველ ადგილზეა, ხოლო დანია და სლოვენია თითო ქულით მეორე-მესამე ადგილს იყოფენ. მომდევნო ტურში სერბეთი სლოვენიას დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასვლისთვის მოგებაზე უნდა იფიქროს.