Belive

დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "გორის დილა ხარისხიანი გუნდია, მაგრამ ჩვენი წარმატების მჯერა"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში "დუნაისკა სტრედამ" საშინაო კედლებში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის “დილა” - 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ სტანდარტზე მაღალი სავარჯიშო პირობები გვაქვს, გვყავს გულშემატკივართა ბაზა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიციები. როგორც კლუბს, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტაბილურობა. შესაბამისად, აქ ყოველთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნები იყო, არის და იქნება, რადგან კლუბის ამბიციები ამისთვის არის მომზადებული.

მჯერა, რომ მექნება იღბალი, ხარისხი, გამოცდილება და ვალდებულება, ვიყო მომავალი წარმატებების ნაწილი. და წარმატებები აუცილებლად იქნება, ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული.

კლუბი წარმატებული იქნება, ტიტულებსაც დააგროვებს და მჯერა, რომ ევროტურნირების ჯგუფური ეტაპიც ამ წარმატებების ნაწილი იქნება. კლუბს შეუძლია ამის გაკეთება.

ძალიან კარგი მატჩი ვნახეთ ჩვენი მრავალრიცხვოვანი გულშემატკივრის წინაშე. მართალია მხოლოდ საქმის ნახევარი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ - როგორც ყოველთვის, ახლაც გვიხარია გამარჯვება.

ჩვენ ვითამაშეთ ხარისხიანი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც კარგად ახერხებდა ბურთის შენარჩუნებას და მათი ფეხბურთელები გუნდურად თამაშობდნენ.

ცოტათი მკვლელის ინსტინქტი დამაკლდა, თუმცა ფიზიკურად ძლიერად გამოვიყურეოდით და ეს ორი გოლის გასატანად გამოვიყენეთ", - თქვა ადრიან გიულამ.

გორის “დილასა” და “დუნაისკა სტრედას” შორის საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები