Belive

დონარუმა: ,,ბედნიერი ვიქნები თუ ნაპოლი სერია A-ს მოიგებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელიც ნეაპოლშია დაბადებული, განაცხადა, რომ სერია A-ში ,,ნაპოლის'' ჩემპიონობით ბედნიერი იქნება.

,,მილანში ჩასვლის დღიდან, ნეაპოლის მიმართ ჩემს სიყვარულში გარკვეული ეჭვები გაჩნდა, მაგრამ, სინამდვილეში, ნეაპოლი ძალიან მიყვარს. ეს ჩემი ქალაქია.

თუ ,,ნაპოლი'' სერია A-ს მოიგებს, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები,'' - განაცხადა დონარუმამ.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს'' 8 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდის ანგარიშზე ჩემპიონატში ზედიზედ 11 მოგებაა.

სხვა სტატიები