დომენეკი: ,,მესის ლილთან მატჩში აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია''
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი, ,,ლილთან'' მატჩში ლეო მესის თამაშით უკმაყოფილო დარჩა:
,,რა შეიძლება ითქვას ამ მატჩზე? 20 წუთის ან ნახევარი საათის შემდეგ, გალტიეს მესი უნდა შეეცვალა. მისი ფანი ვარ, მაგრამ მას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. დაცვაში არ თამაშობდა, ზუსტ პასს ვერ აკეთებდა. ზოგჯერ ის ცუდია, მაგრამ ამ თამაშში სრული სიცარიელე იყო...
თუმცა, მწვრთნელმა ლეო მოედანზე დატოვა და მან გუნდი ბოლო წუთზე საჯარიმო დარტყმით სასწაულებრივად გადაარჩინა,'' - განაცხადა დომენეკმა.
ლიგა 1-ის 24-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლილს'' უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. გამარჯვებს გოლი 94-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 16 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.