Belive

არგენტინის მატჩზე მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეკინში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, არგენტინისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგა. მატჩი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

პირველი გოლის ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც ულამაზესი გასროლით მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. 68-ე წუთზე, პეზელამ როდრიგო დე პაულის საგოლე გადაცემით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც ჯერ ლეო მესის ჩაეხუტა შემდეგ კი მოედნის სიღრმეში გაიქცა. საბოლოოდ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოედანზე შეჭრილი ფანის დაკავება შეძლეს.

სხვა სტატიები