Belive

დმიტრო ჩიგრინსკი: "ჩემი ოჯახი უკრაინას იცავს, ვამაყობ, რომ ამ ერის შვილი ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანმა უკრაინელმა მცველმა, დმიტრო ჩიგრინსკიმ, მის სამშობლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ზოგადად, სიტუაცია მარტივია: ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან. ისინი ანადგურებენ ჩვენს სამყაროს, ჩვენს ერს. ამ დღეებში ჩემს სამშობლოში, უკრაინაში, ყველა ჩემი ძმაა და როცა ვხედავ, რომ ვიღაც კვდება ყოველდღე, რაღაც კვდება, შიგნით. უკრაინაში ყველა მძიმე მდგომარეობაშია. ახლა იმაზე მეტად ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ, ვიდრე ოდესმე. დღეს ყველანი ერთნი არიან. ყოველდღე მთელ ჩემს ძალას, ჩემს ფიქრებს ვუგზავნი მათ, ვინც იქ დარჩა თავისი ქვეყნის, ჩვენი მიწის დასაცავად.ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ ყველა ამ ოჯახის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ჩემი მეუღლე აქ არის, მაგრამ ჩემი ოჯახი იქა, ისინი იცავენ ჩემს ქვეყანას. მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი ცოლის ოჯახი. ყველა იქ არის, წასვლა არ უნდათ, ჩვენს ქვეყანას იცავენ. როცა ვხედავ, რომ ჩემი თანამემამულეები ჩემს ქვეყანას იცავენ, ძალას მაძლევენ. ჩემთვის ყველა უკრაინელი გმირია. მატჩებზე კონცენტრირება სულაც არ არის ადვილი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მშობლები და თანამემამულეები უკრაინიდან მაძლევენ ძალას, რომ ბრძოლა აქ გავაგრძელო. ვინც თავისუფლებას, მშვიდობას იცავს, ჩემი ძმაა. ვისაც ომის შეჩერება უნდა, ყველა მაძლევს ძალას", - თქვა 35 წლის ცენტრალურმა მცველმა.
ჩიგრინსკის კარიერის განმავლობაში დონეცკის "შახტარში", "ბარსელონასა" და "დნიპროში" უთამაშია, 2016 წლიდან კი საბერძნეთის ჩემპიონატში გამოდი, სადაც ჯერ ათენის "აკეის" მაისურს ირგებდა, 2021 წლის სექტემბრიდან კი "ნიკეას იონიკოსის" რიგებშიგამოდის.

სხვა სტატიები