Belive

დიომანდეს არჩევანი: რა უპირატესობა ჰქონდა რეალს ლივერპულთან შედარებით?

22 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაიმატა იან დიომანდე და ამით აფრიკელის ირგვლივ ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტრანსფერს წერილი დაუსვა.  მიუხედავად ლივერპულისა და პარი სენ-ჟერმენის ინტერესისა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში აირჩია. 

დიდი ხნის განმავლობაში ლივერპული მიიჩნეოდა დიომანდეს ფავორიტ ვარიანტად, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა მერსისაიდში გადასვლის იდეის მიმართ ინტერესი დაკარგა. კოტ-დ’ივუარელს იზიდავდა პერსპექტივა, რომ მომავალში მოჰამედ სალაჰის მემკვიდრე გამხდარიყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე დაუყოვნებლივი წარმატების შესაძლებლობამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. „The Athletic“-ის ინფორმაციით, დიომანდე თვლიდა, რომ ირაოლას დანიშვნის შემდეგ „ენფილდზე“ მიმდინარე სეზონი გარდამავალი პერიოდი იქნებოდა, რის გამოც მისმა წარმომადგენლებმა სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალმა ბრძოლა ჟოზე მოურინიოს პირადი ჩარევის წყალობით მოიგო. „განსაკუთრებულმა“ დიომანდეს პირადად დაურეკა და სწორედ ამ საუბარმა შეცვალა ტრანსფერის მიმართულება. 

მოურინიოს გავლენისა და რეკორდული სატრანსფერო თანხის გარდა, სამეფო კლუბმა დიომანდეს განვითარების დეტალური გეგმაც წარუდგინა, რომელმაც კონკურენტების შეთავაზებებს აჯობა. კლუბმა მაგალითებად ისეთი ფეხბურთელების კარიერული პროგრესი გამოიყენა, როგორიც ვინისიუსია, რათა ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა გარემარბი მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს „ბერნაბეუზე“. სწორედ ამ გრძელვადიანმა ხედვამ და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლის შესაძლებლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დიომანდემ მადრიდის „რეალთან“ შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2033 წლამდე დარჩება.

ლივერპულისთვის მოჰამედ სალაჰის შემცვლელის ძიება კვლავ გრძელდება. კლუბისთვის დიომანდე მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო და მისი ესპანეთში გადასვლა ირაოლასთვის ახალი ეპოქის დასაწყისში სერიოზულ დარტყმად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებს“ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც ჰქონდათ განხილული, დიომანდეს დაკარგვა მათ სატრანსფერო გეგმებზე მნიშვნელოვან მოახდენს გავლენას.

სხვა სტატიები