Belive

გამორჩეული ფაქტი - დინამო არენა ევროპირველობის ისტორიაში შევიდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველო ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩმპიონატზე აქამდე არასდროს ყოფილა და პირველივე შეხვედრაში ძალიან ძლიერი პორტუგალიის ნაკრების დამარცხება მოახერხა. გაგუასა და საზონოვის გოლებს პორტუგალიელებმა ვერ უპასუხეს და რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა და მთელი მატჩის განმავლობაში არაჩვეულებრივი გარემო იყო. ეს რა თქმა უნდა მოედანზე შეკრებილი გულშემატკივარის დამსახურება იყო. საქართელოსა და პორტუგალიის დასპირისპირებას 24,425 ფანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამხელა დასწრება 21 წლამდელთა ჯგუფურ ეტაპზე იშვიათ რამაა. ქართველმა გულშემატკივარმა მოახერხა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო ათეულში დაიმკვიდრა თავი. 24,425 - მეცხრე საუკეთესო გულშემატკივართა რაოდენობა U21 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ორი ჯგუფური შეხვედრა ელის. რამაზ სვანაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ბელგიის თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 24 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები