Belive

დინამოს პირველი ტრანსფერი ზაფხულში: მოქმედმა ჩემპიონმა ქავთარაძე დაიბრუნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Live.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ზაფხულში პირველი ტრანსფერი განახორციელა და ნოდარ ქავთარაძე დაიბრუნა. 28 წლის ნახევარმცველი, რომელმაც 2021 წლის პირველი ნახევარი უნგრულ "მეზოკოვეშდში" გაატარა ყოფილ კლუბში დაბრუნდა და კონტრაქტი 2023 წლის სეზონის დასრულებამდე გააფორმა. ნოდარ ქავთარაძე, რომელსაც წარსულში ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის და მოსკოვის “ლოკომოტივის” და გორის “დილას” მაისურით უთამაშია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის იანვრამდე თამაშობდა, 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზედიზედ ორჯერ ეროვნული ლიგის მოგებაც მოახერხა. ქავთარაძემ უნგრეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გადაინაცვლა, თუმცა სადებიუტო მატჩშივე მიღებული ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და საბოლოო ჯამში “მეზოკოვეშდის” მაისურით მხოლოდ ექვსჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები