დინამო თბილისმა 2 ახალი ფეხბურთელი შეიძინა - თბილისურ კლუბს დავიდ მავუტორი და ბარნს ოსეი შეუერთდნენ.
ცნობილია, რომ განელი ფეხბურთელები ახლა თბილისში იმყოფებიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან, რის შემდეგადაც, კონტრაქტს ხელს მოაწერენ და გუნდის წევრები ოფიციალურად გახდებიან.
დავიდ მავუტორი 29 წლის ჩამშლელი ნახევარმცველია. უკანასკნელად, იგი კრაკოვის "ვისლაში" თამაშობდა, სადაც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა.
რაც შეეხება ბარნს ოსეის - მისი ძირითადი პოზიცია მარჯვენა ნახევარმცველია და კარიერის ძირითადი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული. მას "პაკოშ ფერეირას," "აროუკასა" და "კოიმბრას" მაისური აქვს მორგებული. ოსეის ბოლო გუნდი კვიპროსული "ნეა სალამისი" იყო და დავიდ მავუტორის მსგავსად, თბილისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.