Belive

დინამო თბილისმა კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კახა ცხადაძე ,,დინამო თბილისის'' მთავარი მწვრთნელი აღარაა. ინფორმაცია დღეს დედალაქურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ,'' - განაცხადა დინამოს სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.
ცხადაძე ,,დინამოში'' 2021 წლიდან მუშაობდა. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს.

სხვა სტატიები