Belive

დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი, უსმანე კამარა დაიმატა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გვინეელი მარცხენაფლანგელი გორის "დილადან" დაიმატა, რომელმაც თავის მხრივ კამარა ნორვეგიული "ვალერენგადან" გამოისყიდა. კარიერის განმავლობაში, 23 წლის ფეხბურთელს შვედურ "ესკელსტუნა სიტიში", "ესკელსტუნასა" და მშობლიურ "ატუგაში" უთამაშია. ​ უსმანე კამარა "დილაში" 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და წინა სეზონში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდის მაისურით 40 მატჩში 10 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გუნდთან ერთად მან ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები