Belive

დინამო თბილისმა ასტანასთან წააგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,დინამო თბილისმა'' ,,ასტანას'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართულმა გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირება 2:3 დათმო და ლიგის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.

დღევანდელ მატჩში ანგარიში ,,დინამომ'' გახსნა - 22-ე წუთზე თავი ოსმანე კამარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 2-წუთიან მონაკვეთში, ,,ასტანამ'' ორი გოლის გატანა შეძლო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

,,დინამო'' ასპარეზობას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე ,,ჰამრუნი'' (მალტა) იქნება, რომელიც ,,მაკაბი ჰაიფასთან'' ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა. პირველი მატჩი 25 ივლისს, მალტაში გაიმართება.

,,ასტანა'' კი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მომავალ შეხვედრას ზაგრების ,,დინამოს'' წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: დინამო თბილისი

სხვა სტატიები