დინამო თბილისის მარცხენა მცველი კარიერას ბრაგაში გააგრძელებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. "ბრაგა" დიდი კლუბია, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. საქართველოში ბევრმა იცის და გულშემატკივრობს "ბრაგას". მე საქართველოს უდიდეს კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ეს შესაძლებლობა გამოჩნდა, არც კი დავაყოვნე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქ უდიდეს წარმატებას მივაღწიო. მინდა გულშემატკივრებმა რაც შეიძლება სწრაფად გამიცნონ", - თქვა გიორგი ჩხეტიანმა "ბრაგას" ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.გიორგი ჩხეტიანმა საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, "დინამო თბილისის" მაისურით მონაწილეობა ერთ შეხვედრაში, "საბურთალოს" წინააღმდეგ მიიღო და მოედანზე 19 წუთი გაატარა.