ტოგოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, საიმონ ბენიო "დინამო თბილისის" ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
საიმონ ბენიო სეგუნდა დივიზიონის "მირანდესში" გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი "ეპინალის" და "ბეზიეს" ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე "დინამოელებთანაა" და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
წყარო:DINAMOTB