Belive

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ,,დინამო თბილისი'' გახდა.

დედაქალაქურმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრამეტედ მოიპოვა.

ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ,,გაგრას'' 2:1 მოუგო და მეორე ადგილზე გასულ ,,დინამო ბათუმს'' 3 ქულით აჯობა.

სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიცია თბილისის ,,ლოკომოტივმა'' დაიკავა. გასავარდნ ზონაში (გადათამაშება) მოხვდნენ ,,ბოლნისი'' და ,,გაგრა''.

გასულ სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული ,,დინამო ბათუმი'' გახდა, წლევანდელი ტრიუმფატორი კი მეორე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები