Belive

დინამო ბათუმის ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატში გუნდებს ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მიეცათ. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო სათანადო ფორმაში არ არიან, კლუბები ტურიდან ტურამდე ამხანაგურ შეხვედრებსაც ატარებენ. გუშინ, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი "დინამო ბათუმი" სპარინგ თამაშში ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდა. აჭარელთა მარჯვენა მცველის, ლევან გეგეჭკორის უმძიმესი ტრავმის გამო მატჩი 75-ე წუთზე შეწყდა. 26 წლის უკანახაზელმა წვივი მოიტეხა და იოგები დაუზიანდა. გეგეჭკორი სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ლევანი "დინამო ბათუმს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.

სხვა სტატიები