საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" გუნდის მომდევნო საშინაო შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს უკრაინელ გულშემატკივარს უფასოდ გადასცემს.
როგორც აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამისათვის გულშემატკივრებმა უკრაინის მოქალაქის პასპორტი უნდა წარადგინონ.
"დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, 16 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და შემდეგ მატჩს 18 მარტს, "გაგრას" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარებს.