უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში გაიმართება.
2022 წლის ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი მატჩამდე თითქმის 1 კვირით ადრე გაყიდულია.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პირველი შეხვედრა გუნდებს შორის უგოლოდ - 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 13 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.