Belive

დიეგო სიმეონეს "ცრურწმენა", რომელმაც არ გაამართლა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მანჩესტერში, "ეტიჰადზე" გამართულ შეხვედრაში, "ქალაქელებმა" მინიმალური სხვაობით (1:0) შეძლეს "ატლეტიკოს" დამარცხება. გასაკვირი არაა, რომ სიმეონემ აქცენტი დაცვით სტილზე შეაჩერა და მის მთავარ პრიორიტეტს კარის მშრალად შენახვა წარმოადგენდა, თუმცა ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "ატლეტიკო" მეტოქის კარში ზუსტი დარტყმის განხორციელებას ვერ შეძლებდა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ატლეტიკომ" ორი შეხვედრის ჯამში "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერის გადალახვა შეძლო. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ საპასუხო შეხვედრაში, "ატლეტიკომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა (0:1) და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, რომელშიც კიდევ ერთ მანჩესტერულ გრანდს უპირისპირდება. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საინტერესო პოსტი გავრცელდა, რომელშიც დიეგო სიმეონეს "ცრურწმენების" შესახებ საუბრობენ. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, "ატლეტიკო" მანჩესტერში ზუსტად იმ დროს გაფრინდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. "ატლეტიკოს" ემსახურებოდა იგივე ავტობუსი და გუნდი განთავსდა იგივე სასტუმროში. პრესკონფერენცია ასევე იგივე დროს გაიმართა და ჩოლოსთან ერთად, პრესის წინაშე კვლავ მარკოს ლორენტე წარსდგა. ჩოლომ პრაქტიკულად ყველაფრის გამეორება შეძლო გარდა ანგარიშისა - ამჯერად მისი გუნდი 1:0 დამარცხდა.

სხვა სტატიები