Belive

დიეგო სიმეონე: "კარასკოს აქვს შესაძლებლობა, რომ ბარსას შეუერთდეს"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ატლეტიკო" და "ბარსელონა" შეთანხმდნენ, რომ 2023-2024 წლებში კატალონიელთა რიგებში ითამაშებდა. ხავის გუნდი ბელგიელის შეძენას დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გეგმავს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით აზრი დიეგო სიმეონეს ჰკითხეს, რომლის პასუხიც ასეთი იყო:

"კარასკოს აქვს შესაძლებლობა, რომ ბარსას შეუერთდეს, რაც მისთვის არაჩვეულებრივი იქნება. მინდა, რომ კარგი მოთამაშეები ჩემთან დარჩნენ, მაგრამ თუ წავლენ ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდი. "ბარსას" სათამაშო სტილიდან გამომდინარე ის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება."

იანიკ კარასკოს მადრიდული კლუბის რიგებში 263 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ პერიოდში მან 47 გოლის და 47 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები