Belive

დიეგო სიმეონე ატლეტიკოსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, გუნდთან ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდა.

მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება.

სიმეონე ,,ატლეტიკოში'' 2011 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ,,როხიბლანკომ'' ლა ლიგა (2-ჯერ), კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა (2-ჯერ) და უეფას სუპერთასი მოგიო. გარდა ამისა, მადრიდული გუნდი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

სხვა სტატიები