Belive

დიეგო გოდინის ისტორიული მიღწევა - ურუგვაელი გამორჩეულ ექვსეულში მოხვდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს "სევილია" და მილანის "ინტერი" ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება - 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, წონასწორობა 7 წუთში ლუკ დე იონგმა აღადგინა, კიდევ 21 წუთის შემდეგ ნიდელრნადელმა "სევილია" დააწინაურა, სამ წუთში კი "ინტერმა" ისევ გათანაბრება - ამჯერად, დიეგო გოდინის თავური დარტყმით. საინტერესოა, რომ ურუგვაელი ცენტრალური მცველი ფეხბურთის ისტორიაში მეექვსე მოთამაშე გახდა, რომელმაც როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში მეტოქის კარის აღება მოახერხა. 34 წლის ფეხბურთელი სტივენ ჯერარდს, ერნან კრესპოს, დიიტრი ალენიჩევს, ალან სიმონსენს და პედრო როდრიგესს შეუერთდა, ეს ის მოთამაშეები არიან, ვინც ორივე ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში გატანა მოახერხეს. დიეგო გოდინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი 2014 წელს, მადრიდის "რეალს", თანაქალაქელი "ატლეტიკოს" მაისურით გაუტანა, რასასც  მისმა ვიზავიმ სერხიო რამოსმა ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე უპასუხა, დამაეტბით დროში კი "სამეფო კლუბმა" სამი გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები