Belive

დიდიე დეშამმა ბენზემას ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გუნდში გამოცდილი თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
"ახლა არ ვისაუბრებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან გრძელი პროცესი გამოდგა. ბევრი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო.  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ის ფაქტი, რომ იგი აქამდე არ დაბრუნებულა საფრანგეთის ნაკრებში, ჩვენთვის კარგი შედეგის მიღებაში ხელის შემშლელი არ აღმოჩნდა. მოვლენები იცვლება. რა თქმა უნდა, ჩემი და ქარიმის შემთხვევაშიც. არ ვაპირებ გითხრათ იყო თუ არა შესაძლებელი ეს ადრე მომხდარიყო. აქამდე შესაბამისი პირობები არ იყო, ახლა კი ეს შესაძლებელია. რადგან მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს სწორია", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა.
33 წლის ფორვარდი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 81 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 21 გოლი გატანილი, მამლების შემადგენლობაში მატიე ვალბუენასთან მომხდარი გახმაურებული კონფლიქტით გამოწვეული 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ სამშობლოს დაეხმარება.

სხვა სტატიები