დიდიე დეშამი: "ესპანეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის ძალებზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა საკუთარ გუნდს ზედმეტი წნეხი აარიდა, ფავორიტის სტატუსი მეტოქეს გადაულოცა და "ფურია როხას" სათამაშო ბალანსი შეაფასა.
"მათ შეუძლიათ ძალიან კარგად შეუტიონ და დაიცვან თავი. მთელ ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული. ლუის დე ლა ფუენტემაც და მეც ვიცით, როგორ დავიცვათ თავი კარგად, თუმცა თუ ორივე გუნდის შემტევ პოტენციალს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანახაობრივი თამაში გველის.
თუ ნახეთ, რა გააკეთა ესპანეთმა კაბო ვერდესთან პირველ მატჩში, დაივიწყეთ ეს. დანარჩენ შეხვედრებში მათ დაადასტურეს, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან.
მე არ მინდა დამატებითი წნეხი შევუქმნა ლუისს და მის გუნდს. მან შესანიშნავად იცის, რომ ხალხი მათი გუნდისგან ბევრ რამეს ელოდება", - ამბობს დიდიე დეშამი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყისი ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, არლინგტონში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.