დიდი ნაბიჯი წინ - დილამ პირველი მატჩი მოიგო
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის დილამ სან მარინოს ვირტუსს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
გორელებმა საქართველოს ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს, ამიტომ ტორპედოსთან და დინამო თბილისთან ერთად, ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვიან.
მატჩი მოულოდნელად, სტუმრების გოლით დაიწყო (მე-3 წუთი), თუმცა ჯერ შოთა შეყილაძემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ბლანკსონ ანოფმა წინ გაიყვანა მასპინძლები (მე-8 და მე-14 წუთები). მატჩის საბოლოო ანგარიში კიდევ ერთმა ლეგიონერმა, მოჰამედ კანტემ დააფიქსირა (68-ე წუთი), მან შეყილაძის გადაცემა გამოიყენა და თავური დარტყმით გაიტანა.
განმეორებითი მატჩი სან მარინოში, 16 ივლისს გაიმართება - მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, დილა ლიმასოლის აპოლონს დაუპირისპირდება.