დიდი ჩხუბი პარიზის ცენტრში | ასტონ ვილას ფანებს პსჟ-ს ულტრასები დაუპირისპირდნენ
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ასტონ ვილა" თავისი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის ემზადება. კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პსჟ"-ს სტუმრად შეხვდება და რა საკვირველია, მისი ათასობით გულშემატკივარიც ჩაფრინდა პარიზში.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქის ცენტრში, ინგლისელ და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის დიდი დაპირისპირება წარმოიშვა. ჩხუბი თითქმის 1 წუთი გრძელდება და ორივე მხარე ისვრის მაგიდებსა და ჭიქებს. ცნობილია, რომ "პსჟ"-ს ულტრასები გამოირჩევიან აგრესიით და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებთან მუშტი-კრივის გამართვაზე უარს არ ამბობენ. როგორც ჩანს, თამაშის დაწყებამდე "ტემპერატურა" კიდევ მოიმატებს.