პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლაიფციგის 19 წლის გარემარბია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარი სენ ჟერმენი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას შეეცდება და მისი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლაიფციგის გარემარბი, იან დიომანდე იქნება.
კოტ-დ'ივუარელის ტრანსფერზე ლივერპულიც მუშაობს და როგორც გერმანულ მედიაში იწერება, პსჟ-ს უმთავრესი კონკურენტები სწორედ მერსისაიდელები იქნებიან.
Foot Mercato-ს ცნობით, თავად დიომანდეს პსჟ-ში გადასვლა სურს და გუნდებს შორის მოლაპარაკებებიც აქტიურ ფაზაშია.
19 წლის შემტევმა 2025-2026 წლების სეზონში ლაიფციგის მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. დიომანდე, რომელსაც Transfermarkt 90 მილიონ ევროდ აფასებს, ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
🚨🚨 YAN DIOMANDÉ 🇨🇮 A DONNÉ SON FEU VERT POUR REJOINDRE LE PSG OU LIVERPOOL !!!! ✅
— Actu Foot (@ActuFoot_) June 1, 2026
Des rendez-vous ont déjà eu lieu entre le PSG, Leipzig et ses agents.
🗞️ @Santi_J_FM pic.twitter.com/GXNCoP2DVZ