Belive

დიდებული თამაშის შემდეგ ვემბანიამას ფეხბურთზეც ჰკითხეს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, სერიის მესამე მატჩში, ვიქტორ ვემბანიამამ 39 ქულითა და 15 მოხსნით გამორჩეული თამაში აჩვენა, სან ანტონიომ კი მინესოტა 115:108 დაამარცხა და წინ გავიდა (2:1).

თამაშის შემდეგ ფრანგ კალათბურთელს კიდევ ერთი მოვლენის შესახებ ჰკითხეს: ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პარი სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის.

პსჟ-ს გულშემატკივარმა კალათბურთელმა თავი არ შეიკავა და თავისი პროგნოზი მოქმედი ჩემპიონების სასარგებლოდ გააკეთა, ამავდროულად, არსენალის თამაშის სტილი გააკრიტიკა და პსჟ შეაქო: "ცხადია თასს პსჟ მოიგებს - ყოველ შემთხვევაში, პარიზელები მატჩს სანახაობრივს გახდიან, რაც ნამდვილად ვიცით ისაა, რომ არსენალი ამას არ გააკეთებს" - თქვა გულიანი სიცილით ვემბანიამამ.

სან ანტონიო სერიის მეოთხე თამაშს 11 მაისს ჩაატარებს, მასპინძელი ისევ მინესოტა იქნება. დასავლეთ კონფერენციის მეორე ნახევარფინალში ოკლაჰომა ლეიკერსს (2:0) ამარცხებს.

სხვა სტატიები