დიდებიდან დაცემამდე - სამპდორია სერია C-ში გავარდა
ვისაც იტალიური ფეხბურთი ან ზოგადად ფეხბურთი უყვარს, ყველამ იცის კლუბი სამპდორია, რომელიც გუშინ ოფიციალურად გავარდა სერია B-დან და კლუბის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.
გენუელებს ისტორიის მანძილზე ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონიათ, შესაბამისად ისინი სერია C-ში პირველად დაქვეითდნენ.
კლუბი, რომელიც 1991 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ იტალიის თასი მოიგო და ევროთასებზეც არაერთხელ და თანაც წარმატებულად უთამაშია, დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია და სერიოზული შანსები არსებობს იმისა, რომ ამ ფაქტის შემდეგ, კლუბმა დაშლა დაიწყოს.
🚨🇮🇹 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋 | Sampdoria have been RELEGATED to the 3rd tier of Italian football. 🔻
— EuroFoot (@eurofootcom) May 13, 2025
It's the first time their history they've ever dropped this low…
In 1991, they won the Serie A title. They even had great moments playing in Europe. Now they'll be in Serie C. pic.twitter.com/7IOiVQ7RcC
სამპდორიამ სერია A-ში ბოლოს 2022/2023 წლების სეზონში ითამაშა.
გენუელებმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 41 ქულა დააგროვეს, რითაც "ჩიტადელასთან" და "კოსენზასთან" ერთად სერია C-ში გავარდნენ.
მათ ბოლო ტურში სტუმრად "იუვე სტაბიას" ვერ მოუგეს, რითაც ოფიციალურად დატოვეს სერია B.