Belive

დი მარია: ,,მე და ბიჭებმა ვიცინეთ იმაზე, რაც მარტინესმა საუკეთესო მეკარის ჯილდოთი გააკეთა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, ,,ალბისელესტეს'' მეკარეზე, ემილიანო მარტინესზე ისაუბრა:

,,მარტინესი? მიყვარს ეს პროვოკაციული პერსონაჟი. თუმცა, მე ვერ განვსჯი გადაკვეთა თუ არა მან საზღვრები. ის ასეთია. მე და ბიჭებმა ვიცინეთ იმაზე, რაც ემილიანომ საუკეთესო მეკარის ჯილდოთი გააკეთა.

მარტინესი საკუთარ თავს არ ცვლის, აკეთებს იმას, რაც სურს - პენალტების სერიაში, ცეკვის დროს, აღნიშვნის დროს, ყოველთვის... შესაძლოა, ხანდახან აჭარბებს, მაგრამ ასეთია. ევროპელებმა ის გააკრიტიკეს, მაგრამ ადამიანი თუ ასეთია? მსოფლიო ჩემპიონატი მისი წყალობით მოვიგეთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი,'' - დი მარიას სიტყვებს Ole ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ემილიანო მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

სხვა სტატიები