"ამას სიამაყით გავაკეთებ" - ემილიანო მარტინესი ჩელსის 26-ნომრიან მაისურზე
ემილიანო მარტინესმა, ჩელსიში გადასვლის შემდეგ, 26-ნომრიანი მაისური მოირგო. ამ ნომრით ლონდონი ჩელსის ლეგენდარული კაპიტანი, ჯონ ტერი თამაშობდა. 2017 წლიდან კი, რაც ტერიმ ჩელსი დატოვა, 26-ნომრიანი მაისური, ძალიან მცირე ხნით, კალიდუ კულიბალისა და ლევი კოლვილს ჰქონდატ მორგბეული. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთსი სათამაშო ნომრებს ხშირად უბრალო ფორმალობად აღიქვამენ, ჩელსიში ამ ნომერს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ ნომრის არჩევით, მარტინესი მიანიშნებს, რომ გუნდის ლიდერობასა და იმ გავლენის ქონას აპირებს, რომელიც თავის დროზე, ჯონ ტერის ჰქონდა.
კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის ნომრის არჩევა შესაძლოა, ახალ ფეხბურთელზე დამატებით წნეხს ქმნიდეს, თუმცა მარტინესმა გადაწყვეტილების მიღებამდე, თავად ჯონ ტერისგან მიიღო თანხმობა. არგენტინელმა გაამხილა, რომ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე ტერის დაუკავშირდა. მათ ერთმანეთთან ურეთიერთობის გამოცდილება ჯერ კიდევ ასტონ ვილაში ჰქონდათ, როდესაც ტერი კლუბში სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
ჯონი ის ადამიანია, რომელსაც კლუბში გადასვლამდე დაველაპარაკე. მან მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ჩემი აქ ყოფნით. ასტონ ვილაში ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდიდან იცის, რამდენს ვშრომობ და რისი გაკეთება შემიძლია ჩელსისთვის. ტრანსფერის გაფორმების დღეს მას მივწერე: 'შენ მაისურს ვიცვამ და ამას სიამაყით გავაკეთებ'. - განაცხადა მარტინესმა
John Terry reacts to Emiliano Martinez taking his iconic 26 shirt 🙏🏾💙 pic.twitter.com/SgXPwFcosN
— Sophlex (@itssophlex) August 30, 2026
მარტინესის დებიუტი, ჩელსიში გადასვლიდან პირველივე მატჩში შედგა. არგენტინელმა "არისტოკრატების" რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა, ბრაიტონთან გამარჯვებით აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში არგენტინელამა სამი გოლი გაუშვა, მას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სეივიც შეასრულა, რითაც ლონდონელებს უპირატესობის შეანრჩუნებასა და საბოლოოდ, სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამ ეტაპზე, ძირითად მეკარედ კვლავ რობერტ სანჩესი მიიჩნევა. თუმცა მარტინსის დამატებამ, ჩელსიში, მეკარის პოზიციაზე, დიდი კონკურენცია გააჩინა.