Belive

დი მარია: ,,იუვენტუსი იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსის'' ახალვწეულმა, ანხელ დი მარიამ, ტურინულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,იუვენტუსი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და ბევრი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს. ვიცი, რომ იუვე ძლიერი კლუბია და მინდა, მისი ნაწილი ვიყო. თუ მათ გამიფორმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოწვევებს თავს გავართმევ,'' - დი მარიას სიტყვებს იუვენტუსის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დი მარიამ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენი” დატოვა და ,,იუვენტუსს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ნახევარმცველმა პარიზულ კლუბში ჩატარებულ ბოლო სეზონში 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები