Belive

დი ლორენცოს 2023/24 წლების სეზონში ერთი წამიც კი არ დაუსვენია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯოვანი დი ლორენცოს 2023/24 წლების სეზონში სერია A-ს მოთამაშეთა შორის ყველა ტურნირზე ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. ნაპოლის კაპიტანმა 21 მატჩიდან 21 მატჩი ჩაატარა, ისე, რომ 1 წამიც კი არ დაუსვენია.

იტალიის სერია A-ში "ნაპოლის" მცველმა 15 მატჩი ითამაშა შეუცვლელად, ხოლო 6 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა.

შეგახსენებთ, ნეაპოლური გუნდი სერია A-ში მე-6 პოზიციაზეა 24 ქულით. შემდეგ მატჩს 16 დეკემბერს საკუთარ არენაზე "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილით დაასრულა 10 ქულით, პირველი ადგილზე მადრიდის "რეალი" გავიდა, რომელსაც 6-დან 6 მოგება ჰქონდა.

სხვა სტატიები