Belive

დღეს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა, ოთო მამაგეიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა კომენტარი გააკეთეს:

ჩრდ. მაკედონიასთან თამაშისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე რამდენიმე დღე მთლიანად გუნდი იმედგაცრუებული იყო, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ფეხბურთია, შევთანხმდით იმაზე, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო ტურამდე ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჩვენ ყველა პროფესიულ ფეხბურთში ვმოღვაწეობთ და ამ სფეროში, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთ მარცხს ან ზოგადად წარსულს რამე გადავაყოლოთ.

იოლი მატჩი არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, ახლა იღებენ დიდი ფეხბურთის გამოცდილებას და სახლის თამაშზე გულშემატკივარი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავს. - რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ფაზაა, ბოლო თამაშს ჩრდ. მაკედონიასთან გავმართავთ, დღეს ქუთაისში და გულშემატკივარს ვთხოვ, როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგეს.

2 წელია შევიკრიბეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა ჩავდეთ, რომ დღეს ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი ეს მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. - ოთო მამაგეიშვილი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად არის ისეთი მდგომარეობა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს გასვლის შანსი აქვს. მზად ვართ მენტალურადაც და ფიზიკურადაც, რომ აღნიშნულ მატჩში გამარჯვებას მივაღწიოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. - გიორგი აბუაშვილი - 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი

თუ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დღეს ჩრდ. მაკედონიას დაამარცხებს ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილი

ვარჯიშზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო, ხვალინდელ მატჩს გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.

21-წლამდელთა ნაკრების განაცხადი კი ასეთი იქნება:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია ("დინამო თბილისი"), ლუკა ხარატიშვილი ("დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის "შახტარი"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე ("დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი ("სირიუსი"), ზურაბ რუხაძე ("დილა გორი"), გიორგი მაისურაძე ("ჟიტომირი"), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის "ჩერნომორეცი").

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია ("რფს რიგა"), ოთარ მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი ("ვიტესი"), ლუკა გაგნიძე ("დინამო მოსკოვი"), ნოდარ ლომინაძე ("დილა გორი"), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე ("ფროზინონე"), გიორგი აბუაშვილი ("კოლხეთი ფოთი 1913"), დავით გოცირიძე ("დინამო თბილისი").

სხვა სტატიები