დევნა კუთხურის ალმით! პატარა არგენტინელებმა ეკვადორთან იჩხუბეს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოლივიაში სამხრეთ ამერიკის 15-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. იქამდე გუნდები მოსამზადებელ ეტაპს გადიან. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება შედგა არგენტინასა და ეკვადორს შორის. ამხანაგური მატჩი ეკვადორელებმა 1:0 მოიგეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი იყო გაჩაღებული.
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის B ჯგუფში არგენტინა და ეკვადორი ბრაზილიასთან, ურუგვაისთან და ვენესუელასთან ერთად არიან, ასე რომ, ამ ორ ნაკრებს დაპირისპირება ოფიციალურ შეხვედრაშიც მოუწევთ.