Belive

დევიდ ბექჰემმა ყველა დროის საუკეთესო მცველი დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველად პაოლო მალდინის მიიჩნევს:

,,როცა მილანში გადავედი, იქ პირლო, ნესტა და მალდინი თამაშობდნენ...

პაოლო წარმოუდგენელი იყო, საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კაპიტანი და საუკეთესო მცველი მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს. 41 წლის ასაკშიც ისე კითხულობდა თამაშს, როგორც ვერავინ.'' - დევიდ ბექჰემი

პაოლო მალდინის მთელი კარიერა ,,მილანში'' აქვს გატარებული. 1984-2009 წლებში ლეგენდარულმა მცველმა ,,როსონერისთან'' ერთად სერია A (7-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (5-ჯერ), იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი (3-ჯერ), ევროპის სუპერთასი (4-ჯერ), საკონტინენტთაშორისო თასი (2-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.