უარი იტალიის ნაკრებს | რა უთხრა ანჩელოტიმ პაოლო მალდინის?
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, დაადასტურა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, დაუკავშირდა და სკუადრა აძურას სათავეში ჩადგომა შესთავაზა:
,,ჩვენ დავურეკეთ ყველა დროის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს, ჩემს დიდ მეგობარს, კარლო ანჩელოტის. მან გვიპასუხა, რომ ბრაზილიამ მას კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული ნდობა, დაგვემშვიდობა და წარმატებები გვისურვა. ეს ჩვენი მხრიდან აუცილებელი ზარი იყო.'' - პაოლო მალდინი
პაოლო მალდინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ტექნიკური დირექტორის პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით 2 კვირაში დატოვა. მიზეზად იტალიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს წინააღმდეგობა დასახელდა.
საბოლოოდ, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონთა მთავარ მწვრთნელად კვლავ რობერტო მანჩინი დაინიშნა, პაოლო მალდინი კი კლაუდიო რანიერიმ ჩაანაცვლა.
Maldini diz o que ouviu de Ancelotti e revela pedido curioso de Guardiola sobre salário na Itália https://t.co/PyJ86CmqPU
— ESPN Brasil (@ESPNBrasil) August 10, 2026