Belive

დეშამმა ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს, ,,ოქროს ბურთის'' გამოკითხვაში უსმან დემბელეს შანსებზე ჰკითხეს.

ფრანგ ფეხბურთელზე საუბრისას, 56 წლის სპეციალისტმა ჯილდოს მოგების სხვა ფავორიტებიც დაასახელა:

,,ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავია, მაგრამ ხმებს ჟურნალისტები აძლევენ და სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამეულის გამორჩევა რთულია.

არის კილიან მბაპე - ლა ლიგის ბომბარდირი და ,,ოქროს ბუცის'' მფლობელი. ასევე, ლამინე იამალი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა... და რატომ არა ლევანდოვსკი ან რაფინია?'' - დიდიე დეშამი

2024-2025 წლების სეზონში დემბელეს ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ფრანგმა შემტევმა პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ის, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები